საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (EN)
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წლის 17 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ატარებს სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ-რეჟიმში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიულის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო სექციებია:
- საზღვაო მეცნიერებები;
- ლოგისტიკა;
- ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ბიზნესის ადმინისტრირება.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 30 აპრილამდეა შესაძლებელი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
14 აპრილი - 30 აპრილი, 2022 - კონფერენციაზე დარეგისტრირება;
07 მაისი, 2022 - აბსტრაქტის გადმოგზავნა ბოლო ვადა;
10 მაისი, 2022 - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;
14 მაისი, 2022 - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
17 მაისი, 2022 - კონფერენციის გახსნა;
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს.
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს;
მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 5 – 8 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ გამოიყენეთ ბმული: https://bit.ly/3M6SrmL
სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: studconference@bntu.edu.ge
